27 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ტაივანი და აშშ ახალი ინიციატივის ფარგლებში სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ

ტაივანი და შეერთებული შტატები ახალი ინიციატივის ფარგლებში სავაჭრო მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ტაივანის ოფიციალური პირების განცხადებით, განიხილავენ ჩინეთის "ეკონომიკური იძულების" საკითხსაც.

როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და ტაივანმა მოლაპარაკების დღის წესრიგი ისეთ საკითხებზე დაადგინეს, როგორიცაა ვაჭრობის ხელშეწყობა, მარეგულირებელი პრაქტიკა და ვაჭრობის დისკრიმინაციული ბარიერების მოხსნა.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სავარაუდოდ შემოდგომაზე დაიწყება.

დღის ამბები