27 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ვრცელდება ვიდეო, რომლის გამოც ფინეთის პრემიერი სკანდალში გაეხვა 

ფინეთის 36 წლის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი სკანდალში გაეხვა - სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც პრემიერი, მეგობრებთან ერთად, წვეულებაზე ცეკვავს და მღერის. 

მარინი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოითხოვს, პრემიერ-მინისტრმა ნარკოტესტი ჩაიტაროს. 

სანა მარინმა ნარკოტიკის მიღება უარყო და აღნიშნა, რომ წვეულებაზე მხოლოდ ალკოჰოური სასმელები დალია. 

მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ხშირად დადის სხვადასხვა წვეულებაზე - ის ხშირად დაუფიქსირებიათ მუსიკალურ ფესტივალებზეც. გასულ წელს ის კლუბში იმყოფებოდა, რის გამოც კოვიდდადებითი ადამიანის ახლო კონტაქტი აღმოჩნდა, მარინს ბოდიშის მოხდა მოუწია. 

გასულ კვირას გავრცელებული ვიდეოს შესახებ კი მან განაცხადა, რომ იცოდა გადაღებული ვიდეოს შესახებ, თუმცა ძალიან გაბრაზდა, რომ ჩანაწერი გასაჯაროვდა. 

"ვცეკვავდი, ვმღეროდი და ვერთობოდი - ეს ყველაფერი სრულიად კანონიერია," - განაცხადა მარინმა.

დღის ამბები