იტალიის ქალაქ ვენეციაში, ორმა მამაკაცმა სერფინგით გართობა გადაწყვიტა, თუმცა ეს არა პლაჟზე, არამედ დიდ არხზე (გრანდ კანალი) მოისურვეს.
არხი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და ისტორიული შენობებითაა გაფორმებული, ვენეციის მთავარს გამზირსაც წარმოადგენს.
ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნარომ "სერფერების" ვიდეო სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოაქვეყნა და მათ უწოდა "ორი იდიოტი, რომლებიც დასცინიან ქალაქს". მერმა უფასო სადილზე დაპატიჟა ის, ვინც ამ პირების იდენტიფიცირებას შეძლებდა.
მოგვიანებით იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კანონდამრღვევებს სერფინგის დაფები ჩამოერთვათ, მათი სრული ღირებულება დაახლოებით 25 ათასი დოლარია. ასევე, ორივე პირი დაჯარიმდა 1500 ევროს ოდენობით, არხის ნავიგაციისთვის საფრთხის შექმნის გამო. შემდეგ კი, ანტისაზოგადოებრივი ქცევის ბრალდებით ორივე მათგანი ქალაქიდან გააძევეს.
ქალაქის იმიჯის შელახვის გამო, ორივე მამაკაცზე სამართალწარმოება დაიწყება. ასევე, მერია დაუკავშირდება მათ საკონსულოებს.