27 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ 850 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს, საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადაეცა

30 წლიანი ლოდინის შემდეგ, სარუების 4 სულიანი ოჯახი საკუთარ ბინაში იცხოვრებს. ეს ოჯახი ერთ-ერთია იმ 850 ოჯახიდან, რომლებსაც მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ბინები ოფიციალურად საკუთრებაში გადაეცემათ. ზამირა სარუა ამბობს, რომ ათწლეულები ავარიულ შენობაში ცხოვრობდნენ და პრობლემა, რომლებიც წლებია აწუხებდათ, მთავრობის დახმარებით მოგვარდა.

სარუების მსგავსად, საკუთარ სახლში ყოფნის განცდა პირველად აქვთ 6 - სულიანი ოჯახის წევრებსაც, ისინი საერთო საცხოვრებელში გაუსაძლის პირობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. 

გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის, წინ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურა უკვე დაწყებულია და რამდენიმე კვირაში დასრულდება. მთავრობის გადაწყვეტილებით,იძულებით გადაადგილებული ოჯახები საცხოვრებელ ბინები საკუთრებაში თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში მიიღებენ. ამ პროექტის ფარგლებში, ჯამში 50 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დევნილი ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელ პირობების შექმნა პრიორიტეტად რჩება. მინისტრის მოადგილის თქმით, სწორედ ამიტომ,  2022-2024 წლებში, საცხოვრებელს იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი მიიღებს.

2022 წელს საცხოვრებელი 2553 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა, წლის ბოლომდე კი იძულებით გადაადგილებული 400 ოჯახი ახალაშენებულ კირპუსში საკუთარ ბინაში იცხოვრებს.

დღის ამბები