შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მოწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, განაცხადა.
ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინა შტატებისა და ნორვეგიისგან დახმარების ახალ პაკეტებს მიიღებს.
"მშვენიერი საუბარი მქონდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან. განვიხილეთ უსაფრთხოების არსებული მდგომარეობა, ბრძოლის ველზე გაჩენილი საჭიროებები და გზები, როგორ გავაძლიეროთ უკრაინის არმიის შესაძლებლობები. აშშ-სგან უსაფრთხოების დამატებითი დახმარება მალე მოვა", - წერს რეზნიკოვი.
მისივე თქმით, ტელეფონით ესაუბრა ნორვეგიელ კოლეგასაც.