27 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
საწვავის ფასი გაცილებით დაბალი უნდა იყოს ვიდრე არის ახლა - ეკონომისტების შეფასებები

საქართველოში საწვავის ფასი არის იმაზე მაღალი ვიდრე უნდა იყოს. ამ მოსაზრებას ეკონომისტების ნაწილიც იზიარებს.

მათი თქმით, კითხვები რომელიც იმპორტიორების მისამართით გაჩნდა საფუძვლიანია და პასუხების გაცემაც ადეკვატური იქნება.

თსუ-ს პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ვლადიმერ პაპავა აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასების კლება მყისიერად ვერ აისახებოდა ქართულ ბაზარზე. 

"როდესაც ხდება ფასების კლება, ეს ეროვნულ ბაზარზე უცებ არ აისახება. როდესაც მომატება ხდება მყისიერად უმატებენ, რადგან ამოსაღებია თანხა, ეს ბუნებრივი პროეცესია,"- აცხადებს ვლადიმერ პაპავამ.

ანალიტიკური ორგანიზაცია ”ჯეოქეისის” მკვლევარი ეკონომიკის მიმართულებით გიორგი აბაშიშივლი აღნიშნავს, რომ საჭიროა კონკრეტული რეკომენდაციები.

"უნდა ველოდოთ კონკრეტულ რეკომენდაციებს, რადგან ამ კონკრეტულმა რეკომენდაციებმა ჩვენ კონკრეტულ თვლად პარამეტრებთან უნდა მიგვიყვანოს, რატომ არ ხდება საწვავის კლება. საწვავის ფასი გაცილებით დაბალი უნდა იყოს ვიდრე არის ახლა",- აცხადებს აბაშიშვილი.

დღის ამბები