27 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
კონკურენციის ეროვნული სააგენტო იწყებს მოკვლევის დაწყებას საავტომობილო საწვავის ბაზარზე

კონკურენციის ეროვნული სააგენტო იწყებს მოკვლევის დაწყებას საავტომობილო საწვავის ბაზარზე. ჩვენი შეფასების მიხედვით, განსაკუთრებით ივნის-ივლისში საქართველოში გაიაფებული საწვავი შემოედინებოდა და აღნიშნულის დროში შესაბამისად არ ხდებოდა საცალო ბაზარზე, ამიტომ ჩვენი მიზანია გავარკვიოთ ასეთი ქმედების კეთილსინდისიერება, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა

"რუსეთთან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ამ პერიოდში მარჟები და ასევე რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფასთა შორის სხვაობა იყო სხვა მოვაჭრეებზე გაყიდულ საწვავს შორის და საკუთარ ქსელში შეტანილ ძვირადღირებულ საწვავს შორის, ამიტომ, ჩვენი მიზანია ამ მოკვლევის ფარგლებში საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე პასუხები გავცეთ", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღის ამბები