27 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
პარტიის"ანა დოლიძე - ხალხისთვის" თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო წულაძემ, სამშენებლო კომპანია "ათორის" დაზარალებულებთან ერთად, ბრიფინგი გამართა

სამშენებლო კომპანია "ათორის" 300-მდე დაზარალებული თბილისის მერიას დახმარებას სთხოვს. აღნიშნულ თემაზე საინიციატივო ჯგუფთან ერთად, პარტია "ანა დოლიძე - ხალხისთვის" თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო წულაძემ ბრიფინგი გამართა.

წულაძის განმარტებით, დაზარალებულები, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ დარჩნენ. საკრებულოს წევრის თქმით, 1 ბინას 5-6 მფლობელი ჰყავს. საინიციატივო ჯგუფი თბილისის მერიას თხოვნით მიმართავს, კომპანიის მიმდინარე აქტივებს დაუმთავრებელი მშენებელობის სტატუსი მიენიჭოს.

დღის ამბები