პანდემიის გამო გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ Black Sea Arena მაყურებელს უბრუნდება. უკვე ცნობილია შეკვეთილის პროგრამაც. ქართული ზღვისპირა კურორტის საკონცერტო სეზონს ცნობილი ფრანგული პოპ-ბენდი L"Impératrice გახსნის.
კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდ საკონცერტო სივრცეში ფრანგული ბენდის გარდა მაყურებლის წინაშე თვის ბოლომდე მსოფლიოში ცნობილი არაერთი არტისტი წარდგება. მათ შორის დაიანა ქინგი, რომელიც საქართველოს 20 აგვისტოს ეწვევა.