27 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს, მილიარდ 241 მილიონზე მეტი დოლარი შეადგინა

მორიგ მონაცემებს აქვეყნებს საქსტატი - ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წელს, მილიარდ 241 მილიონზე მეტი დოლარი შეადგინა რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2,1-ჯერ მეტია, ხოლო 2021 წლის წინასწარ მონაცემებს შვიდი მთელი შვიდი მეათედი პროცენტით აღემატება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (”საქსტატი”) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ უცხოური ინვესტიციების 48% გაერთიანებული სამეფოებიდან მოდის. 

"2021 წლის ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2,1 მეათედჯერ გაიზარდა. ძირითადად 48% მოდის გაერთიანებულ სამეფოზე, ხოლო მეორე ადგილს იკავებს ნიდერლანდები,"- აცხადებს გოგიტა თოდრაძე

"საქსტატის" ინფორმაციით, 2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 62% შეადგინა. „ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნებიდან პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 48.6%-ით (603.6 მლნ. აშშ დოლარი), მეორეზეა ნიდერლანდები 11.1%-ით (138.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამეზე - თურქეთი 8.1%-ით (100.0 მლნ. აშშ დოლარი).

დღის ამბები