უბედური შემთხვევა თბილისის ზღვაზე - შუახნის მამაკაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ადგილზე პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული, ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები კი ამ წუთებშიც მუშაობენ.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.