ოზურგეთში, ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ქალის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა, ის ქმარმა ჯერ სცემა და შემდეგ მოკლა, ფაქტი კი 4 წლის ბავშვის თანდასწრებით მოხდა. ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს:
"მოთხოვნა არის, რომ მკაცრი სასჯელით დაისაჯოს და ჩემი და იყოს ბოლო, მაგას მიუსაჯონ მუდმივი. შველას ითხოვდა და არავინ არ უშველა, ნაცემი და ნაწამებია ჩემი და," - აცხადებს მოკლული ქალის და.
ოზურგეთში ყოფილი ქმრის მიერ მოკლულ ახალგაზრდა ქალს, ხვალ, მშობლიურ სოფელ მზიანში დაკრძალავენ.
38 წლის ქალი გუშინ ყოფილმა მეუღლემ ჯერ სასტიკად აწამა და მერე მცირეწლოვანი შვილის წინ კუსტარულად დამზადებული ე.წ. სპიცით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.