27 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
სალმან რუშდი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს - ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის განცხადებით, მწერალი ცოცხალია და მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას უწევენ

ინდური წარმოშობის ბრიტანელ-ამერიკელ მწერალ სალმან რუშდის, რომელსაც ნიუ-იორკის შტატში ჩატაქუას ინსტიტუტის ღონისძიებაზე გამოსვლისას თავს დაესხნენ, დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ერთი კისრის მარჯვენა მხარეს. გავრცელებული ცნობით, დაჭრილი მწერალი სამედიცინო დაწესებულებაში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის განცხადებით, სალმან რუშდი ცოცხალია და ის საავადმყოფოში მისთვის აუცილებელ დახმარებას იღებს.

სალმან რუშდის, მისი ნაწარმოებების გამო წლების განმავლობაში მუსლიმი რადიკალები სიკვდილით ემუქრებოდნენ.

დღის ამბები