საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს, 32 ოჯახი ევაკუირებულია. მოქალაქეების 4 სართულიანი ავარიული სახლიდან გაყვანის პროცესი გუშინ საღამოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი აივანი ჩამოინგრა და გაზის მილი დააზიანა. არსებობდა ბუნებრივი აირის აფეთქების საფრთხეც, თუმცა სპეციალურმა სამსახურებმა ავარიის ლიკვიდაცია მოასწრეს.
ათობით მოქალაქე თბილისი მერიამ ვარკეთილიდან სასტუმროებში გადაიყვანა, შემდეგ ეტაპზე კი მათ ბინებს უქირავებენ.
ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტალში მდებარე N12 კორპუსი წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. თუკი ადგილობრივების სურვილი იქნება, მერია მზადაა, ავარიული და ძველი კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში ოჯახებისთვის კერძო კომპანიას ახალი კორპუსის აშენება დაუკვეთოს.