27 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
გიორგი გახარიას პარტიის ყოფილი წევრი ნუგზარ შუშანია "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია

გიორგი გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, ასევე ხობის საკრებულოს წევრი, ნუგზარ შუშანია "ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია.

მანამდე შუშანაიამ სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ ის გახარიას პარტიას ტოვებს.

"ვტოვებ პარტიას "საქართველოსთვის" და ხობის ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიზეზი გიორგი გახარიას და მისი გუნდის ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებებია, რომელიც ფაქტიურად ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს, მეტიც, ავსებს "ნაცმოძრაობას" და ეხმარება მას," - წერს შუშანია.

პარტია "საქართველოსთვის" კი აცხადებს, რომ ხობის საკრებულოს წევრები ნუგზარ შუშანია და მაკა ჩარტია პარტიიდან გარიცხეს, რადგან ისინი "ქართულ ოცნებასთან" გარიგებულები იყვნენ.

დღის ამბები