27 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
"მრავალი თვის მანძილზე დამკვიდრდა ეს ტერმინი (უსამშობლო), რომელიც კარგად შეეფერება "ნაციონალურ მოძრაობას" - გია ცაგარეიშვილი 

ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის "ფეისბუქ" პოსტს უკვე მოჰყვა გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში. როგორც მელიას თანაპარტიელები აცხადებენ, მისი წერილი სრულად მიესადაგებოდა იმ ეპითეტს, რასაც "უსამშობლო მთავრობა" გულისხმობს. 

"ნიკა მელიამ აბსოლუტურად სწორედ აღნიშნა ის ეპითეტი, რასაც გულისხმობს უსამშობლო მთავრობა, ზუსტად მიესადაგება იმ ნაბიჯებს, იმ პოლიტიკას, რომელსაც "ქართული ოცნება" აწარმოებს. მათი ნებისმიერი ნაბიჯი კიდევ ერთხელ არწმუნებს მოსახლეობას, რომ ეს ჯგუფი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია ყველაზე კომფორტულია რუსეთის ხელისუფლებისთვის",-აცხადებს ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე. 

ხელისუფლების ოპონენტებისგან განსხვავებული შეფასებები მოჰყვა მელიას წერილს მმართველ გუნდში. როგორც პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, "უსამშობლო ადამიანების" დამკვიდრებული ტერმინი კარგად შეეფერება "ნაცმოძრაობის" რიტორიკას.

"მრავალი თვის მანძილზე დამკვიდრდა ეს ტერმინი, რომელიც კარგად შეეფერება "ნაციონალურ მოძრაობას", მისი მოქმედების სტილს, მანერას, მათ მესიჯბოქს. დიახ, ეს ადამიანები არაინ უსამშობლო ადამიანები. დიახ, ეს ადამიანები ღალატობენ დღეს ქვეყანას. როგორც ჩანს, იმდენად შეწუხდნენ ამ შედარებით, როგორც ბატონი ირაკლი ხშირად იყენებს ხოლმე, როცა საუბრობს "ნაციონალურ მოძრაობასთან" და განსაკუთრებით ბატონ მელიაზე, რომ აქეთ დაგვიბრუნეს ახლა ეს ტერმინი, რაც საკმაოდ სასაცილოდ შეიძლება აღვიქვათ,"-აცხადებს ცაგარეიშვილი. 

ინფორმაციისთვი: ნიკა მელიას განცხადებით, "ქართული ოცნება“ მტრის იარაღად იქცა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.

 

დღის ამბები