მასშტაბური საპროტესტო ტალღა ბრაზილიაში - სანპაულოს ქუჩებში დიქტატურის წინააღმდეგ, დემოკრატიის მხარდამჭერ აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები შიშობენ, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი, ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ხელისუფლებაში დარჩენას ძალადობრივი გზით შეეცდება. საპრეზიდენტო არჩევნები ბრაზილიაში 2 ოქტომბერსაა დანიშნული.