27 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ქართველი ექიმის გმირობა და სიკვდილს გადარჩენილი კიდევ ერთი სპორტსმენი - "კურიერის" ინტერვიუ ზურაბ კახაბრიშვილთან​

ქართველმა ექიმმა სიკვდილს კიდევ ერთი სპორტსმენი გადაარჩინა. ეკვადორში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ტუნისელმა ძიუდოისტმა გონება დაკარგა, მსაჯის მიერ გამოძახებული სამედიცინო პერსონალი კი დაიბნა. მოულოდნელად ტატამზე ქართველი ექიმი გამოჩნდა, რომელმაც ძიუდოისტ გოგონას ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი ჩაუტარა. ჩაიმა სიდაუი ახლა თავს კარგად სწორედ ზურაბ კახაბრიშვილის წყალობით გრძნობს.

ტუნისელი ძიუდოისტი კახაბრიშვილის მიერ გადარჩენილი სპორტსმენების სიაში დაახლოებით ოცდამეათეა, ქართველმა ექიმმა მსოფლიოს თავი ოლიმპიურ თამაშებზეც სიცოცხლის გადარჩენით დაამახსოვრა. შემთხვევა ეკვადორის ანალოგიური იყო, ტატამზე კი გონებადაკარგული ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადაშვილი ეგდო. კახაბრიშვილმა აქაც უსწრაფესი რეაქცია გამოავლინა და სპორტსმენი ფეხზე დააყენა. ოლიმპიური ნაკრების ექიმს საკუთარ გმირობაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა "კურიერს" ეკვადორიდან ინტერვიუ მაინც მისცა. 

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები