საბერძნეთის ქალაქ კალითეაში სახლის ძარცვის დროს 3 ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
გამოცემის ცნობით, კალითეაში, სოკრატოსის ქუჩაზე მდებარე სახლის მეპატრონემ ტელეფონიდან სათვალთვალო კამერებში ნახა, რომ მისი ბინა გატეხეს და პოლიცია გამოიძახა. ფაქტზე 42, 37 და 32 წლის ქართველები დააკავეს. შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა.
პოლიციამ აბაზანაში იპოვა სამკაულებით სავსე ყუთი და თანხა, რომლის სახლიდან წაღებასაც დამნაშავეები ცდილობდნენ.
„სოკრატოსის ქუჩაზე მდებარე სახლის მეპატრონე, შოკირებული იყო, როცა დაინახა, რომ უცნობმა პირმა გათიშა ოთახში დამონტაჟებული კამერა და გამოაძრო ტელეფონის კაბელი. ბინის მფლობელმა სამართალდამცველებს მიმართა. ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, იარაღით ხელში შევიდნენ ბინაში და ერთ-ერთ ოთახში მიმალული სამი ქართველი. მათ 42, 37 და 32 წლის კაცები დახვდათ. ერთ-ერთს ხელში სამზარეულოდან აღებული დანა ეჭირა. პოლიციელებმა მათ სთხოვეს დანებება და მძარცველებს ხელბორკილები დაადეს”- ვკითხულობთ სტატიაში.
წყარო : პრაიმტაიმი