2008 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საჭადრაკო ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილი დაიკავა. ინდოეთის ქალაქ ჩენაიში დასრულებულ მსოფლიოს 44-ე საჭადრაკო ტურნირზე, ჩვენმა გუნდმა უკრაინასთან ერთად პირველი-მეორე ადგილები გაინაწილა. პირველი ტაი ბრეიკით უკრაინას უკეთესი შედეგი ჰქონდა, შესაბამისად, საჭადრაკო ოლიმპიადა უკრაინის ქალთა ნაკრებმა მოიგო. ქართველმა მოჭადრაკეებმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
საინტერესოა, რომ 2008 წელსაც ჩემპიონის წოდებისთვის ქართველი და უკრაინელი მოჭადრაკეები იბრძოდნენ, 14 წლის წინ უკეთესი მაჩვენებლის წყალობით გამარჯვება საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი.