27 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, შვილების გაუპატიურებით და მკვლელობით მუქარა, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი - რას უყვება უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი ”კურიერს”

სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, შვილების გაუპატიურების და მკვლელობის მუქარა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი - უმძიმესი დანაშაულის მსხვერპლი ”კურიერს” უყვება, რომ მეგობარი მამაკაცისგან წამებას 3 თვე შიშის გამო იტანდა. ქალმა პოლიციას მომხდარი მხოლოდ მას შემდეგ უამბო, რაც მოძალადემ ინტიმური ფოტოები მის შვილებს და ნათესავებს სოციალურ ქსელში გაუგზავნა. მსხვერპლი ახლა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, მოძალადე კი ციხეში. დაზარალებული დეტალურად ყვება, როგორ სცემდა მამაკაცი, რომელიც სოციალური ქსელით გაიცნო და დაუმეგობრდა.

"კურიერმა" დახურული სხდომიდან საქმის მასალები მოიპოვა, რომელიც მოძალადის შემზარავ ქმედებებს ადასტურებს. მათ შორის არის ბრალდებული კაცის მიმოწერები მსხვერპლის ოჯახთან. "კურიერი" მძიმე შინაარსის საქმის მასალებს ღიად შეგნებულად არ აჩვენებს. მიუხედავად ამ მტკიცებულებებისა, დაკავებული ბრალს უარყოფს და დუმილის უფლებას იყენებს.

სასამართლო საქმის არსებით განხილვას რამდენიმე დღეში დაიწყებს. გამოძიება დაკავებულს 7 მუხლით ედავება.

უმძიმესი საქმე ერთადერთი არაა, რომლის განხილვაც ქართულ სასამართლოებში მიმდინარეობს. უფლებადამცველები ქალთა მიმართ ძალადობის მძიმე სტატისტიკაზე საუბრობენ. მსხვერპლ და პოტენციურ მსხვერპლ ქალებს კი, დახმარებას ჰპირდებიან.

35 წლის მამაკაცს, რომელიც მეგობარ ქალზე ინტენსიურად ძალადობდა, 9 წლიანი სასჯელი ელის. მისი საქმის არსებით განხილვას სასამართლო 22 აგვისტოს დაიწყებს.

დღის ამბები