დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს მოუწოდებენ, უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი დაუყოვნებლივ გადასცეს.
"რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიას და სუვერენიტეტს.
ამ კონტექსტში, მოვითხოვთ, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გადასცეს სრული კონტროლი მის კანონიერ სუვერენულ მფლობელს, უკრაინას, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ატომურ ობიექტზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას მათი უსაფრთხო და დაცული მუშაობა", - აცხადებენ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები.