27 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
რუსულნომრებიან სატვირთო მანქანასთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას გამოეხმაურა, სადაც ჩანს, რომ რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანა მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება. უწყების ცნობით, აღნიშნულ ავტომანქანას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებითა და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტომასალას, რომლის მიხედვით, რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანა მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ავტომანქანას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი გადაადგილება არ უკავშირდება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და იგი არცერთი ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის საკუთრებას არ წარმოადგენს.

გვინდა, მივმართოთ მედიასაშუალებებს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში. ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდით თბილისის მერიის პრესსამსახურს,"- ნათქვამია თბილისი მერიის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, ფოტომასალა, რომელშიც რუსული სანომრე ნიშნით მოძრავი სატვირთო მანქანაა ასახული სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა. 

დღის ამბები