27 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ყველა საკითხი არის იდენტიფიცირებული, დასმული, ახლა უკვე საჭიროა მომდევნო შეხვედრაზე შინაარსობრივი და საგნობრივი განხილვა- ოხანაშვილი

პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი პირველად შეიკრიბა."ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე გამოყვეს და განიხილეს კონკრეტული საკითხები. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მომდევნო შეხვედრაზე ამავე წინადადებებზე დაიწყება საგნობრივი მსჯელობა. 

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან დასახელდა, რომ ისინი მზად არიან და მათი სამსახური შეძლებს, რომ მათი სამსახურის საქმიანობის მანდატი ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში გაფართოვდეს. აქამდე მხოლოდ მე-18 მუხლის კონტექსტში აწარმოებენ ისინი საგამოძიებო უფლებამოსილებას, თუმცა მათი მხრიდან არსებობს მზაობა სხვა მუხლების გამოძიებასთან დაკავშირებით.

ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან ითქვა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ახლა კანონთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელების სურვილი, მათი ინტერესია ამ კანონზე ინტენსიური მუშაობა. ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან დასახელდა საპროკურორო ფუნქციის დამატება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ ეუთო ოდირის მიერ გაცემულ დასკვნასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, ამ სამსახურებთან დაკავშირებით. ასე, რომ ყველა საკითხი არის იდენტიფიცირებული, დასმული, გაჟღერებული, ახლა უკვე საჭიროა მომდევნო შეხვედრაზე შინაარსობრივი და საგნობრივი განხილვა,"-აცხადებს ოხანაშვილი. 

შეხვედრა დახლოებით 3 საათს მიმდინარეობდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიცის ნაწილი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

დღის ამბები