27 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ნიკა მელიას განცხადება, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივის ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, გაკოტრებული ლიდერის მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამებაა - მთავრობის სტრატკომი ​

ნიკა მელიას განცხადება, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივის ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, გაკოტრებული ლიდერის მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამებაა, რაც მმართველი გუნდის დისკრედიტაციას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფორმალური თავმჯდომარე, ნიკანორ მელია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივში არსებული ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, რაც, რა თქმა უნდა, არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის გაჩენას და მმართველი გუნდის დისკრედიტაციას!“, – ნათქვამია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა.

No description available.

დღის ამბები