27 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ხმაური თბილისის საკრებულოში- სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მოხდა

ხმაური თბილისის საკრებულოში- სიტყვიერი დაპირისპირება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, დიდუბე -ჩუღურეთში უფუნქციოდ დარჩენილი ვაგონმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კომპლექსის გეგმის თანხმობის საკითხს მოჰყვა.

ოპოზიცია ითხოვდა საკითხი დღის წესრიგიდან ამოეღოთ, რადგან მათი ინფორმაციით, პროექტის უკან კონკრეტული პირების ინტერესები დგას და ის რეალურად, ურბანული კატასტროფას გამოიწვევს. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებით, მართალია ქალაქში დაუსახლებელი პუნქტების სწორად უნდა იყოს ათვისებული, მაგრამ ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ აშენდეს მაღალსართულიანი კორპუსები, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება "თბილისი მწვანე" ქალაქის კონცეფციას.

"კომპაქტური ქალაქი ნიშნავს იმას, რომ გარეთ აღარ უნდა გავიდეს მშენებლობები და ქალაქის ცენტრში რაციონალურად უნდა  იყოს ათვისებული დასახლებულ პუნქტებში ის ტერიტორიები რაც არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩავდგათ 117 მეტრიანი კორპუსები, ქალაქის ცენტრში სადაც ისედაც უამრავი პრობლემაა,"-აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

"ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებული დამოკიდებულება აქვს მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. უმრავლესობა ამბობს, რომ ოპოზიცია პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს. საკრებულოს ერთი თვე აქვს საკითხის განსახილველად, პროექტს დეტალურად გაივლიან და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება.

"ჩვენი კოლეგების კომენტარი მოვისმინეთ  იმასთან დაკავშირებით, რომ გენერალურ გეგმას თურმე ეწინააღმდეგება აღნიშნული დოკუმენტი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. შეკავშირებული  და კომპაქტური ქალაქი, მათ შრის ნიშნავს იმას, რომ ქალაქი განვითარდეს და ქალაქის ზრდა განხორციელდეს მის საზღვრებში და არა მის საზღვრებს გარეთ. შესაბამისად, ზუსტად ეს ადგილი, რომელიც დღეს აღარ შეესაბამება არსებულ რეალობას, არის ორ დიდი საცხოვრებელ უბანს შორის განთავსებული  დეგრადირებული სამრეწველო სივრცე. ამიტომ, ამ ტერიტორიის განვითარება გენგეგმის თანახმადაც მისაღებია და ისედაც ქალაქს სჭირდება",-აცხადებს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.

 

 

დღის ამბები