"ნოლი მი ტანჯერე"- რამდენიმე საათის წინ ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ქართველი მხატვრის, ლევან სონღულაშვილის ტილოს პრეზენტაცია გაიმართა.
ვიდრე სიმბოლოებითა და მეტაფორებით დატვირთული ნამუშევარი ამერიკისა და ევროპის საგამოფენო სივრცეებს დაიკავებს, მისი ნახვის საშუალება ზღვისპირა კურორტის დამსვენებლებს ექნებათ.
ბათუმელები და ბათუმის სტუმრები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ უნდა გამოიცნონ
რა დახატა ლევან სონღულაშვილმა. რისი თქმა უნდოდა მხატვარს - პარალელურად ბათუმის ხელოვნების მუზეუმში საჯარო-საგანმანათლებლო დისკუსიაც გაიმართება.