27 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
"პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლება და წარადგინა ის ადამიანები, რომლებიც მას მიაჩნია საჭიროდ" - რომან გოცირიძე

ცესკო პრეზიდენტს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს - "ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით, პრეზიდენტის განმარტება მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მან პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა" - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკოსების განხილვის საკითხი გახდა. ოპოზიციაში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ეთანხმებიან. ენმ-ში ამბობენ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება სწორი და დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.

"ეს არის პოლიტიკური განცხადება და ცესკო პირდაპირ არის ჩართული "ქართული ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგის ცვლილებაში. კომისიის შერჩევიდან პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლება და წარადგინა ის ადამიანები, რომლებიც მას მიაჩნია საჭიროდ, ისევე როგორც "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადება, რომ ისინი თურმე არ დაამტკიცებენ პრეზიდენტის კანდიდატურას.

რაც შეეხება კალანდარიშვილის კანდიდატურას, როდესაც არის დიდი ეჭვები როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო სწორი და სწორედაც რომ დეპოლარიზაციისკენ გადადგმული," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის ენმ-ს წევრი.

"სტრატეგია აღმაშენებელში" განმარტავენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსზე პრეზიდენტი ვის წარადგენს და რატომ - ეს ცესკო-ს კომპეტენციაში საერთოდ არ არის.

"ცესკო-ს კომპეტენცია საერთოდ არ არის პრეზიდენტი ვის წარადგენს და რატომ. პოლიტიკური განცხადებების კეთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პოლიტიზირებული ცენტრალური საარჩევნო კომისია გვაქვს, რომლის სრული რეფორმირებაა საჭირო.

პრეზიდენტმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში გაითვალისწინა მათ შორის ევროკომისიის რეკომენდაცია, ისიც, რომ კალანდარიშვილს არ ექნებოდა ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა და მან წარადგინა ორი გარეშე პირი," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე პარლამენტს რევაზ ეგაძის და თამარ ალფაიძის კანდიდატურები გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა მოქმედი თავმჯდომარის წარდგენაზე უარი თქვა. მას ვადა 15 აგვისტოს ეწურება.  

დღის ამბები