27 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ასეთმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ინსტიტუცია - გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისია პრეზიდენტს პასუხობს და განცხადებას ავრცელებს - "ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით, პრეზიდენტის განმარტება მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მან პოლიტიკური მოტივებით იხელმძღვანელა" - ნათქვამია განცხადებაში.

"პოლიტიკურად დაინტერესებული პირების მხრიდან ისმის მოსაზრებები, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა იყოს ცესკოს მოქმედი წევრების პოლიტიკური მიკერძოება ან 2021 წლის არჩევნების ხარვეზებით ჩატარების ხაზგასმა. აღნიშნული კი აზიანებს არა მხოლოდ კონკურსში მონაწილე კონკრეტული პირების პროფესიულ ღირსებას, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრის რეპუტაციას. სამწუხაროა, რომ ამ ინსტიტუციის და მისი წარმომადგენლების საქმიანობის შეფასება არა ობიექტური კრიტერიუმებით, არამედ პოლიტიკური მოტივებით ხდება," - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

​ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ამგვარმა გადაწყვეტილებამ, ინსტიტუცია შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს.  

"ასეთმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ინსტიტუცია. კონსენსუსის საკითხი კანდიდატებთან მიმართებაში ვფიქრობ ალბათ უფრო საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციისა და უფლებამოსილების ნაწილი არის. ასევე კარგად ვნახეთ ბოლო კვირების განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური წნეხი და ზეწოლა პრეზიდენტთან მიმართებაში, რომ ეს საკონკურსო კომისია ატარებდა ფორმალურ ხასიათს. ის, რომ ზუსტადაც მოლოდინი მქონდა, რომ ის დინამიკაში არსებული მრავალპარტიული მხარდაჭერა, რომელიც მზარდი იყო ჩვენს კანდიდატურასთან მიმართებაში, ზუსტად ამან განაპირობა, რომ ასევე კვლავ მესამედ მიმემართა საკონკურსო კომისიისთვის," - აცხადებს ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე პარლამენტს რევაზ ეგაძის და თამარ ალფაიძის კანდიდატურები გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა მოქმედი თავმჯდომარის წარდგენაზე უარი თქვა. მას ვადა 15 აგვისტოს ეწურება.  

დღის ამბები