27 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
საქმე გვაქვს ჩვეულებრივ სპეკულაციებთან, ჩვენ მთავარია, გმირების ხსოვნას მივაგოთ შესაბამისი პატივი და არ გავხდეთ "ნაცმოძრაობის" სპეკულაციების ნაწილი- ქადაგიშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლება 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს, დღეს ისინი აცხადებენ, რომ 8 აგვისტოს აღნიშვნა რუსული ნარატივის გაგრძელებაა.

განსხვავებულია უმრავლესობის შეფასება. ოცნება ოპონენტებს იმ ბრძანებულებას ახსენებს, რომელიც სააკაშვილის დროს იყო გამოცემული და სადაც ეწერა, რომ რუსული აგრესია 8 აგვისტოს დაიწყო. მმართველი გუნდი ამბობს, რომ თარიღს მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყანამ მაშინ უნდა მიაგოს პატივი გმირებს, როდესაც მათ, მათი ოჯახის წევრები იხსენებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თარიღებით სპეკულირებს.

"როდესაც ეს რეზოლუცია ნათელი გახდა და იმ რეზოლუციაში რასაც მათ ხმა მისცეს, რომ 7 აგვისტოს დაიწყო საქართველომ დაბომბვა ცხინვალისა. აი, ამის შემდეგ მათ დაიწყეს იმაზე ფიქრი, როგორ გაემართლებინა ამ რეზოლუციაში ჩანაწერის არსებობა. ამიტომ საქმე გვაქვს ჩვეულებრივ სპეკულაციებთან, მაგრამ რეალურად ჩვენ მთავარია, გმირების ხსოვნას მივაგოთ შესაბამისი პატივი და არა იმ სპეკულაციების თანამონაწილეები გავხდეთ რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ეწევა. საქართველო ამას აღნიშნავდა 8 აგვისტოს და აღვნიშნავთ 8 აგვისტოს და საერთაშორისო პარტნიორებმა როცა უნდა მაშინ აღნიშნონ,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

დღის ამბები