აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 10-ჯერ დაარღვია.
ბრალდებებს გამოეხმაურა სომხური მხარე, რომელმაც აზერბაიჯანს დეზინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარზე ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.