27 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
მთავრობამ საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობა უნდა გაასაჯაროოს - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობა უნდა გაასაჯაროოს.

ამასთან, მელიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებზე ბინების გაყიდვა უნდა შეზღუდოს.

"ნორმალური, ეროვნული ხელისუფლება გამჭვირვალეს გახდიდა საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობას, შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესის რეგისტრაციას და ბინადრობის მოწმობის გაცემას, თუ ისინი აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით, ყველა პატივს ვცემთ სტუმარ-მასპინძლობის ქართულ ტრადიციას, თუმცა თუ სტუმარი რჩება ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში, უნდა მიიღოს და იცხოვროს ჩვენი წესებით. ისწავლოს ქართული ენა, აღიაროს ქვეყნის საზღვრები," - განაცხადა მელიამ.

დღის ამბები