27 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" დროს პატივის მიგების ღონისძიებები 8 რიცხვშიც ჩატარებულა, უბრალოდ მაშინ  7 აგვისტოს თარიღს არ ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა-გიორგი ბარამიძე

"ნაციონალური მოძრაობა" ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ხელისუფლება 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს, დღეს ისინი აცხადებენ, რომ 8 აგვისტოს აღნიშვნა რუსული ნარატივის გაგრძელებაა.

""ნაციონალური მოძრაობის" დროს პატივის მიგების ღონისძიებები 8 რიცხვშიც ჩატარებულა, უბრალოდ, მაშინ კონკრეტულად ომის დაწყების 7 აგვისტოს თარიღს არ ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა. იმიტომ, რომ მაშინ არავინ არ ადანაშაულებდა საქართველოს ომის დაწყებაში. ახლა გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოღალატურად საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში. ამიტომ ახლა გახდა ეს საკითხი გასარჩევი და კითხვის ნიშნები ახლა დაესვა და გამომდინარე აქედან, ამიტომ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, როდის აღვნიშნავთ,"-აცხადებს გიორგი ბარამიძე.

განსხვავებულია უმრავლესობის შეფასება. "ოცნება" ოპონენტებს იმ ბრძანებულებას ახსენებს, რომელიც სააკაშვილის დროს იყო გამოცემული და სადაც ეწერა, რომ რუსული აგრესია 8 აგვისტოს დაიწყო. მმართველი გუნდი ამბობს, რომ თარიღს მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყანამ მაშინ უნდა მიაგოს პატივი გმირებს, როდესაც მათ მათი ოჯახის წევრები იხსენებენ.

დღის ამბები