კასპში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ. სოფელ გომში მცხოვრებ ბექა რევაზიშვილს ოჯახის წევრები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან და დახმარებას ითხოვენ.
"27 წლის ბექა რევაზიშვილი გუშინ დაახლოებით, 13:00 საათზე გავიდა სახლიდან, ეცვა შავი პერანგი წითელი ზოლებით, სავარაუდოდ, შარვალი და თავზე ეფარა კრემისფერი პანამა. თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ, ან თვალი მოკარით, გთხოვთ, დამიკავშირდეთ. ყველა დეტალს აქვს დიდი მნიშვნელობა - 568245855," - წერს ინტერნეტმომხმარებელი ინგა რევაზიშვილი.