27 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
შეზღუდული გადაადგილება, გაჩერებული ტრანსპორტი და ქალაქიდან გამსვლელი ყველა მატარებელი - ჩინეთის საკურორტო ქალაქში ლოკდაუნი გამოცხადდა

COVID -19-ის გავრცელების გამო ჩინეთის საკურორტო ქალაქ სანიაში ლოკდაუნი გამოცხადდა. შედეგად ქალაქში 80 ათასამდე ტურისტი აღმოჩნდა ჩაკეტილი. შეიზღუდა ხალხის გადაადგილება, გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ქალაქიდან გამსვლელი ყველა მატარებელი, გაუქმდა ფრენების 80%-ზე მეტი. ქალაქში იძულებით დარჩენილ ტურისტებს წასვლის ნებართვა 7 დღეში, 5 კოვიდ-ტესტის გაკეთების შემდეგ შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ ახლა კურორტ სანიაზე, რომელსაც ჩინეთის ჰავაის უწოდებენ, ტურისტული სეზონის პიკია.

"ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ მატულობს. ვირუსი გავრცელების მაღალი უნარით გამოირჩევა. ამიტომ ძალიან სერიოზული სიტუაციის წინაშე ვართ. იმედი გვაქვს, რომ სამოქალაქო პირები და ვიზიტორები დაიცავენ შეზღუდვებს. თავი უნდა შეიკავოთ გარეთ გასვლისგან და ჩაიტაროთ ტესტირება," - განაცხადა სანიას ჯანდაცვის წარმომადგენელმა.

დღის ამბები