27 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
საქართველოსთვის განსაკუთრებულად მძიმე დღეა ეს დღეები, როდესაც ომი მძვინვარებდა და მოსახლეობა იღუპებოდა გარე სახელმწიფოს აგრესიის შედეგად - სარჯველაძე

რუსეთის აგრესიის შედეგებზე საუბრობენ მმართველი პარტიის ლიდერები - 14 წლის წინანდელი მოვლენების გახსენებასთან ერთად, ხაზს უსვამენ, რომ გამოწვევა კვლავ უცვლელია, რაც რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძობადობაში გამოიხატება.

"საქართველოსთვის განსაკუთრებულად მძიმე დღეა ეს დღეები, როდესაც ომი მძვინვარებდა საქართველოში, როდესაც საქართველოს მოსახლეობა იღუპებოდა გარე პოლიტიკური ძალის, გარე სახელმწიფოს აგრესიის შედეგად. ეს რა საკვირველია მიუღებელია არა უბრალოდ საქართველოსთვის, არამედ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად მიუღებელი მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ აგრესორი სახელმწიფოს ქმედებები ამ თვალსაზრისით  მაინც და მაინც ლივერილებული და გასწორებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ემოცია და განცდა რა საკვირველია უდიდესია, განსაკუთრებით მას მერე, რაც ქვეყანამ შვილები დაკარგა.

"ემოცია რა საკვირველია უდიდესია, განსაკუთრებით განცდა მას მერე, რაც შვილები დაკარგა ქვეყანამ და აგრესორს სწორედ ამ მთავარი ნიშნით ვაფასებთ - მოგვიკლეს ხალხი, დაგვინგრიეს სოფლები და განაპირობეს ის, რომ საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი არის დღეს ოკუპირებული.

ამის იქით არსებობს კიდევ ერთი საგანგებოდ მნიშვნელოვანი საკითხი - რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოწინააღმდეგეა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს საგანგებო დანიშნულება შეასრულოს ერთადერთი ალტერნატიული დერეფნის როლი, როდესაც ვსაუბრობთ კასპიის რეგიონის ენერგორესურსების გადანაცვლებაზე ევროპულ ბაზრებზე და დღეს  განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა. აქედან გამომდინარეობს ის მცდელობები, რომელიც ჩვენ არ შეგვიწყვეტია 2012 წლიდან და არ დავტოვეთ არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური პლატფორმა, სადაც ზუსტი შეფასება არ აქვს მიცემული რუსეთის აგრესიას," -განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები