27 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
"გემო ფესტი" - გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი დაიწყო

"გემო ფესტი" - გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი დაიწყო. 26-27 აგვისტოს პირველ ფესტივალს ამბროლაური უმასპინძლებს. ფესტივალზე რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამზარეულოები იქნება წარმოდგენილი. პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, რაც შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდას ხელს შეუწყობს. "გემო ფესტი" გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.

"ლეჩხუმში ჩამოსულები არიან შეფ-მზარეულები. ისინი განიხილავენ კერძებს, აგემოვნებენ, რეკომენდაციებსაც დახვეწავენ, რათა ის კერძები გარდაიქმნეს სთრით ფუდად. ფესტივალზე უფრო მარტივად რომ იყოს მათი წარდგენა და გაყიდვა შესაძლებელი," - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს უფროსი ეკატერინე ყოლბაია.

დღის ამბები