27 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
"კარგია, რომ მოქმედი თავმჯდომარე ან ცესკოს მოქმედი წვერები არ წარადგინა პრეზიდენტმა, ამ შემთხვევაში მან საკმაოდ სწორი პოზიცია დაიკავა" - სერგო ჩიხლაძე 

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურად აღარ განიხილა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ გაუგებარია თუ რატომ არ წარადგინა ზურაბიშვილმა კალანდარიშვილი კანდიდატად, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

"მართლა უცნაურია. იმიტომ, რომ მე არ მსმენია, რაიმე კონკრეტული პრეტენზია ყოფილიყოს ამ ადამიანის მიმართ, მით უმეტეს მან არჩევნები ჩაატარა. ამიტომ, მართლა უცნაურია რატომ არ არის წარდგენილი, თუნდაც არჩევანის თვალსაზრისით. პრეზიდენტსა და ქართულ "ოცნებას შორის" დაპირისპირების შედეგს უფრო გავს ის, რომ არ არის კალანდარიშვილი წარდგენილი, ვიდრე რაიმე რაციონალური ახსნა აქვს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ვახტანგ მეგრელიშვლი

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრისთვის მისაღებია, რომ პრეზიდენტმა მოქმედი თავმჯდომარე ცესკოს კანდიდატად არ განიხილა. 

"კონკრეტულ კანდიდატებზე ჩვენ მსჯელობა ჯერჯერობით არ გვქონია, ამაზე ვიმსჯელებთ და შევჯერდებით. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვამს, კარგია, რომ მოქმედი თავმჯდომარე არ წარადგინა პრეზიდენტმა ან მოქმედი ცესკოს წვერები და ორივე კანდიდატი არის გარედან, ეს უკვე კარგია და ნიშნავს, რომ მან ამ შემთხვევაში საკმაოდ სწორი პოზიცია დაიკავა," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე. 

ცნობისთვის: პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე პარლამენტს რევაზ ეგაძის და თამარ ალფაიძის კანდიდატურები გადაუგზავნა. ხოლო მოქმედ თავმჯდომარეს ვადა 15 აგვისტოს ეწურება. ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე კი პარლამენტში ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურებია გადაგზავნილი.

დღის ამბები