27 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
 
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო ახალი საკურორტო ზონების შესწავლას და არსებული კურორტების განვითარებას. ითქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის საჭიროა საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რისთვისაც კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბალნეოლოგიურ კურორტებსა და კერძო ინვესტიციებს. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
დღის ამბები