27 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ევროკავშირის რეკომენდაციების მე-3 პუნქტი და სასამართლოში არსებული გამოწვევები - რა შენიშვნები ჰქონდა სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე საიას თავმჯდომარეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, სასამართლოში არის სიღრმისეული პრობლემები, რომელიც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას და ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხს. 

"სასამართლოში ბევრად უფრო სიღრმისეულად გვაქვს ჩვენ პრობლემები და ეს პრობლემები დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რაზედაც გავამახვილეთ ჩვენ ყურადღება. კერძოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმასთან დაკავშირებით და ასევე, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის და გარანტიების ზრდასთან დაკავშირებით. არაფორმალური გავლენები, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ სასამართლო სისტემაში, ეს არაფორმალური გავლენები აღარ იყოს და რისკები იყოს დაზღვეული," - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის განცხადებით, წლიდან წლამდე სასამართლო არის უფრო დამოუკიდებელი და ამას ხელი შეუწყო განხორციელებულმა რეფორმებმა, რომლის იმპლემენტაციაც მოხდა. მისივე თქმით, რაც შეეხება ე.წ. გავლენიან ჯგუფებს, იგი სასამართლო სისტემაში არ არსებობს.

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ჯგუფი შეთანხმდა სამომავლო თანამშრომლობაზე. ასვე გულუაშვილი იმედს იტოვებს, რომ ამ ფორმატში მნიშვნელოვანი და პროდუქტიული საქმიანობა განხორციელდება

"გამოითქვა მნიშვნელოვანი მოსაზრებები სხვადასხვა მონაწილეების მხრიდან. საკითხი ეხებოდა სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას ისევე, როგორც მოწყობის საკითხებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკას," - აცხადებს ამირან გულუაშვილი.
 
 
დღის ამბები