27 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ტყვედ ჩავარდნილი "აზოვსტალის" მცველების დედები მსოფლიოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

ტყვედ ჩავარდნილი "აზოვსტალის" მცველების დედები, მსოფლიოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ და  მძევლების გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკე მოუწოდებენ.

"მე ვთხოვ მთელ მსოფლიოს, ყველა ადამიანს, ვისაც შეუძლია საპროტესტო აქციებზე წასვლა, მივიდეს საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებში და მივიდეს მათთან. ძალიან მოუხერხებელი და მტკივნეულია, მაგრამ რაღაც უნდა გაკეთდეს, ყველამ უნდა აიძულოს რუსეთი, გაათავისუფლოს ჩვენი პატიმრები," - ამბობს  ტყვედ ჩავარდნილი აზოველის დედა.

ქალები საზოგადოებას მოუწოდებენ, გამოვიდნენ აქციაზე და საერთაშორისო ორგანიზაციები აიძულონ ქმედითი ნაბიჯები გადადგან, რათა რუსეთმა დაიცვას საერთაშორისო ნორმები და დატყვევებული მეომრები გაათავისუფლონ.

"ჟენევის მესამე კონვენცია 1949 წელს მიიღეს სამხედრო ტყვეებისა და ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. და ჩვენ გვესმის, რომ რუსეთი არ იცავს ცივილიზებული სამყაროს არცერთ ნორმას, მაგრამ ამავე დროს, ის ამ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთ მაგიდასთან ზის. ამიტომ, მივმართავთ ყველას, სანამ თითოეული ჩვენი სამხედრო არ დაბრუნდება სახლში,"- აცხადებს ტყვედ ჩავარდნილი აზოველის დედა.

დღის ამბები