27 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერები რუსთავში პარტიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე რუსთავში, პარტიის ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

ლიდერებმა შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს და საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს. რეგიონული შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.  

"დღეს ვასრულებთ შეხვედრებს რეგიონებში. რუსთავში გვექნება ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებთან, პარტიის აქტივთან, საკრებულოს წევრებთან, მერებთან შეხვედრა.  აქაც ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, იმ მოვლენებზე, რომელიც ვითარდებოდა ქვეყანაში გასული თვეების განმავლობაში და აქაც გვექნება საუბარი სამომავლო გეგმებზე, მათ შორის პარტიული კუთხით არსებულ გეგმებზე," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

"ასეთი შეხვედრები პარტიულ მენეჯმენტს, ყველაზე მინიმუმ რომ ვთქვათ, ყოველთვის აუმჯობესებს და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მეტი დინამიკა ხანდახან ვამბობთ, რომ უკეთესიც კი იქნება. თუმცა, წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ასეთი შეხვედრები სულ იმართება ხოლმე," - ამბობს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები