27 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტში მუშაობა ორ სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობს - მმართველი ძალა და ოპოზიციის ნაწილი შეხვედრებს ისევ ცალ-ცალკე მართავენ

ხელისუფლება გაითვალისწინებს ეუთო/ოდირის, ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიის დასკვნებს საარჩევნო სისტემაზე, გააძლიერებს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას - ეს ევროკომისიის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტებია, რომლის შესრულებაზეც ახალმა სამუშაო ჯგუფებმა უნდა იზრუნონ. კონკრეტული ჯგუფების ფორმირებაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან დეპუტატები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეხვედრას ისევ ოპოზიციის მხოლოდ ერთი ნაწილი ესწრებოდა.

"ნაციონალური მოძრაობა," "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე არც დღეს მისულან. რეკომენდაციების შესრულებაზე კი ეს ოპოზიციური პარტიები დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს ესაუბრებოდნენ. მათი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის პარალელურად, პარალელურ ფლიგელში მიმდინარეობდა.

ოპოზიციის სამუშაო პროცესი კი მმართველი გუნდისთვის სხვა არაფერია, თუ არა ევროდირექტივების შესრულების საბოტაჟი. "ქართული ოცნებიდან" ოპონენტებს დღესაც შეახსენეს, რომ რეკომენდაციებზე პარლამენტი უკვე რამდენიმე კვირაა მათ გარეშე მუშაობს.

ახალ სამუშაო ჯგუფებს, რომლებმაც ანტიკორუფციულ და საარჩევნო საკითხებზე უნდა იმუშაონ ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაამტკიცებენ, სადაც გაიწერება კონკრეტული შემადგენლობაც.

დღის ამბები