27 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
დანილოვი ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი რუპორია, არის ჩვეულებრივი ომის რიტორიკა, რომელიც მომდინარეობს ოპონენტებთან დაკავშირებული კონკრეტული ადამიანებისგან - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ალექსეი დანილოვი "ქართული ოცნების" ოპონენტების ერთ-ერთი რუპორია. კობახიძის თქმით, მომდინარეობს ომის რიტორიკა კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომლებიც დაკავშირებული არიან ოპონენტებთან.

"დანილოვი არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი რუპორი. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ არის ჩვეულებრივი ომის რიტორიკა და ეს ომის რიტორიკა მომდინარეობს კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომლებიც არიან დაკავშირებული ჩვენს ოპონენტებთან. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანები გაემიჯნონ შესაბამის განცხადებებს. ყველასგან გამიჯვნა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ეს ხშირად არ ხდება ხოლმე", – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებას. ოპოზიციის ნაწილისთვის დანილოვის მსგავსი განცხადებები მიუღებელია და ისინი კიევს ახსენებენ, რომ საქართველოს გაცხადებული პოლიტიკაა ოკუპირებული რეგიონები მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით დაიბრუნოს. 

დღის ამბები