27 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ერთპიროვნულ გადაწვეტილებას ვერ მივიღებთ, დაგვჭირდება კონსულტაციები ოპოზიციასთან - რას ამბობს ხელისუფლება ომბუდსმენის კანდიდატურებზე

განიხილება თუ არა სახალხო დამცველის კანდიდატურებად თამარ ჩუგოშვილი და ზაზა ხუციშვილი და რა პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით პოზიციები ოპოზიციასთან უნდა შეჯერდეს.

"გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით უნდა მივიღოთ ოპოზიციასთან ერთად. 90 ხმა სჭირდება პარლამენტში ამ გადაწყვეტილების მიღებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ ერთპიროვნულ გადაწვეტილებას ვერ მივიღებთ. დაგჭირდება კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

იმავე პოზიცია აქვს "ქართული ოცნების" კიდევ ერთ ლიდერს მამუკა მდინარაძეს. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა  სახალხო დამცველის არჩევას დამოუკიდებელად ვერ შეძლებს.

"ვიცნობ კარგად ჩუგოშვილსაც და ხუციშვილსაც. კიდევ ბევრი გვარი იქნება დასახელებული, სანამ კანდიდატზე შევჯრედებით. საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებელად ვერ შეძლებს სახალხო დამცველის არჩევას. ამისთვის გვჭირდება კომპრომისი, კონსენსუსი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი მიხეილ სარჯველაძე. 

"მიუხედავად ჩემი პოზიტიური თუ ნეგატიური დამოკიდებულებისა ნებისმიერ კანდიდატურასთან მიმართებით, კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრისთვის დღეს არათუ მზად არ ვართ, არამედ ეს პროცესს დააზიანებს. წინასწარ კანდიდატურებზე საუბარი მე ვფიქრობ, რომ არის პროცესის დამაზიანებელი, რომელიც უნდა წარიმართოს 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სახალხო დამცველის პოსტზე  თამარ ჩუგოშვილის და ზაზა ხუციშვილის კანდიდატურები განიხილება.

დღის ამბები