საქართველოს ცემენტის ასოციაცია დასკვნას აქვეყნებს და ირწმუნება, რომ ცემენტის მცირე საწარმოების გარკვეული ნაწილი ისევ აგრძელებს დაბალი ხარისხის პროდუქტის წარმოებას და მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას.
მათივე ინფორმაციით, ბაზარზე არსებული შეფუთული ცემენტის ნიმუშების 65% კვლავ ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტს. საქართველოს ცემენტის ასოციაციის კვლევით დგინდება, რომ საშუალოდ მომხმარებელმა თითო უხარისხო ტომარაზე დაზოგა 22%, თუმცა საშუალოდ 50%-ით ნაკლებ ხარისხიანი პროდუქტი მიიღო.