27 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
"უკრაინაში ვაპირებ ჩასვლას და თუ შესაძლებლობა მექნება აუცილებლად შევხვდები, მინდა ამ კაცს ვკითხო რა შეგვჭამა ერთი გამაგებინა" - გიორგი ვაშაძე დანილოვის განცხადებაზე

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას საქართველოში უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. დანილოვის განცხადებით, თუ საქართველო მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მისი ტერიტორიებია, უნდა დაიცვას თავისი ქვეყანა.

ოპოზიციის ნაწილისთვის დანილოვის მსგავსი განცხადებები მიუღებელია და ისინი კიევს ახსენებენ, რომ საქართველოს გაცხადებული პოლიტიკაა ოკუპირებული რეგიონები მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით დაიბრუნოს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრის, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ზედმეტი რჩევები არავისგან არ სჭირდება. 

"სჯობს თავის საქმეს მიხედოს. ზედმეტი რჩევები ჩვენ არ გვჭირდება მისი მხრიდან. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, დღეს საქართველოს აქვს უპირველესი ამოცანა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. რაც მეტ ასეთ განცხადებას აკეთებს დანილოვი თუ ნებისმიერი სხვა, ეს ხომ ვიცით ვისთვის არის?! ეს არის "ქართული ოცნების" ხელზე დასახვევი გზავნილები. უკრაინაში ვაპირებ ჩასვლას და თუ შესაძლებლობა მექნება აუცილებლად შევხვდები და მინდა ამ კაცს ვკითხო, რა შეგვჭამა ერთი გამაგებინა და რატომ აკეთებს განცხადებებს, რომელსაც პრორუსული "ქართული ოცნება" ხელზე იხვევს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

 

 

 



დღის ამბები