27 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
სახალხო დამცველის კანდიდატურა მიღებულ უნდა იქნას კონსენსუსით - ლევან იოსელიანი

"კურიერის" ექსკლუზივს, სახალხო დამცველის კანიდატურებთან, თამარ ჩუგოშვილსა და ზაზა ხუციშვილთან დაკავშირებით, უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. მათივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია.

"მე ამ ადამიანებს წესიერად არც ვიცნობ, რა გითხრათ? გამიჭირდება პასუხის გაცემა. ერთ რამ ვიცი, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა მიღებულ უნდა იქნას კონსენსუსით, სხვანაირად რთული იქნება მიღება. როცა კანდიდატები დასახელდება, შემდეგ ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას, ახლა გამიჭირდება რომელიმე კანდიდატზე რაღაც კომენტარის გაკეთება," - განაცხადა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები