27 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
უჩა მამაცაშვილი "ანტიკორუფციული მოძრაობას" ცილისწამებისთვის უჩივის და 150 ათასი ლარის გადახდას ითხოვს

უჩა მამაცაშვილი "ანტიკორუფციული მოძრაობის" წინააღმდეგ - მამაცაშვილი "ანტიკორუფციულ მოძრაობას" ცილისწამებისთვის უჩივის და 150 ათასი ლარის გადახდას ითხოვს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

საუბარია ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომელთან კავშირშიც მამაცაშვილი "ანტიკორუფცილუ მოძრაობამ" უჩა მამაცაშვილი დაადანაშაულა, საპასუხოდ კი მამაცაშვილმა ორგანიზაციას სასამართლოში უჩივლა. დღეს სასამართლო არსებითი განხილვით გაგრძელდა.

მოსარჩელე მხარე იმ მტკიცებულებებს წარადგენს, რომლებიც მამაცაშვილის ადვოკატის თქმით, ცილისწამების ფაქტს ადასტურებს.

"ანტიკორუფციული მოძრაობა" კი მოსამართლეს გადაწყვეტილების დაჩქარებულად მიღებაში ადანაშაულებს.

"მოსამართლე გოჩა დიდავა იმის გამო, რომ ასიამოვნოს უჩა მამაცაშვილს და ოლიგარქიულ კლანს, თითის წვერებზე დგას და მზად არის ამ შენობიდან არ გაგვიშვას. ეს სასამართლო პროცესი და სარჩელი მიზნად ისახავს ჩვენს ფიზიკურ გამოფიტვას, ფინანსურ სანქცირებას, რომ ფიზიკურად ვეღარ გავაგრძელოთ ფუნქციონირება“, - ამბობს ”ანტიკორფციული მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა ფარულავა.

განცხადება გააკეთა უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა. 

"თვითონ დაადასტურა ბატონმა ლაშა ფარულავამ, რომ იგი არის კოდუების ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, იყო მათი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოდან ნავთობის რეექსპორტით სასომხეთში, რაც მათი მოსაზრებით, ვერ განახორციელეს და მათივე მოსაზრებით, თითქოს და ეს ბიზნესპროექტი დაბლოკა უჩა მამაცაშვილმა და შესაბამისად, გაირკვა, რომ მთელი ეს ე.წ. ანტიკორუფციული მოძრაობა, რეალურად ემსახურება მათ პირად მოტივაციას“, - ამბობს ამირან გიგუაშვილი.

დღის ამბები