კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, სერბეთთან დამაკვაშირებელი გზა გაიხსნა. სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, რომ ავტომაგისტრალიდან გაყვანილია სატვირთო მანქანები, რომლებითაც გზის სავალი ნაწილი იყო ჩახერგილი და ადგილობრივი სერბების მიერ აღმართული ბარიკადები დაშლილია.
მანამდე, პრიშტინამ ერთი თვით გადადო კოსოვოში სერბეთის მოქალაქეებისთვის კოსოვოში შესვლის წესების ცვლილების ამოქმედება. განახლებული რეგულაციები პირველი აგვისტოდან უნდა ამოქმედებულიყო, რამაც კოსოვოში მცხოვრები სერბების უკმაყოფილება გამოიწვია - მათ სატვირთო ავტომობილებით გზა ჩახერგეს, რასაც გამყოფ ხაზზე დაძაბულობა მოჰყვა. ადილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების გადადების თხოვნით კოსოვოს ადმინისტრაციას პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა მიმართა. კოსოვოს გადაწყვეტილებას მიესალმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყებიხ ხელძღვანელი ჟოზეფ ბორელი.
კოსოვოში შესვლის ახალი წესები სერბეთის მოქალაქეებს კოსოვოში შესასვლელად წინასწარ ნებართვის აღებას ავალდებულებთ. ეს წესი ვრცელდება როგორ საჰაერო, ასევე სახმელეთო საზღავრზეც, სადაც სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლის შეზღუდვა იგეგმება.